რეზონანსი
01.11.2020

„ნაადრევი ზეიმი არასწორია, ბიულეტენებსაც იპარავდნენ, მაგრამ რუსი ოლიგარქი დარჩა“, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანმა დაწერა:

“მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას. მადლობთ მეგობრებო, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი, ანუ დეპუტატობა, მადლობა ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება, ანუ "ოცნება" დარჩა, დიახ, ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდოოპოზიციასაც უკეთ დაინახავს.

ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება-თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში-მეთქი, ბევრს არ ესიამოვნა. ვერ გაიგეს რატომ ვთქვი. ა, ბატონო როგორც ვთქვი ისეა (თავად თქვა ადამიანმა რეალობაა, ამ ეტაპზე ასეა), სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება. 

ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ და საჩივრებიც და ვიდეოკადრებიც არის. კი ბატონო, ასეა უდავოდ და მაინც ოლიგარქი რუსი ივანიშვილი დარჩა!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
თამარი   (01.11.2020)
უმადური არ უნდა იყო ადამიანი. სიკეთის დანახვა უნდა შეგეძლოს.ალბათ ხვდებით რაზე მიგანიშნებთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×