რეზონანსი
31.10.2020

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე მთავარი დარღვევა მარკირების პროცესს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკური დარღვევაა, არამედ, პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლების მიერ "კარუსელების" გამოყენებაზე.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისი პარტია ხმების მაქსიმუმ 5%-ის მოპოვებას შეძლებს. 

"ყველა ოპოზიცია ერთად აღებული ნამდვილად იმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი ღირსეული ადგილი გვექნება. სამწუხაროდ, ალბათ, 5%-ზე მეტი არ გვექნება, მაგრამ 5%-ის ფარგლებში, ნამდვილად", - თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, ხელისუფლებამ არჩევნები "გაერთიანებულ ოპოზიცასთან" წააგო. როგორც ის ამბობს, ზოგ უბანში "ერთიანი საქართველო" 7%-საც იღებს. ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ თავისი ამომრჩევლის თითოეული ხმა ბოლომდე დაიცვას, ფიქრობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიცია "მთავარ" და "მეორეხარისხოვან" პარტიებად არ უნდა დაიყოს, რადგან ისინი რეალურ ოპოზიციას ერთიანი კოალიციის სახით ქმნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×