რეზონანსი
31.10.2020

მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ მარნეული-გარდაბნის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ოლქშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი არჩევანი. ეს არჩევანი არის საქართველოს განვითარების, გაძლიერების არჩევანი. ვულოცავ ყველას და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, აქტივისტს. ჩვენ ველოდებით ჩვენს შედეგებს, მაჟორიტარობის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ მარნეულში“, - აღნიშნა დარგალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×