რეზონანსი
31.10.2020

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, სულხან სალაძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში გამოვლინდა. სალაძე ამბობს, რომ კენჭისყრის პროცედურები უბნების ნაწილზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა.

"21:00 საათისთვის, სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში, დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობაზე.

ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით არსებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არა ორგანიზებულობა, რომელიც პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულებას შეუძლებელს ხდიდა.

ძირითადად, დარღვევები შეეხო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს.

საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ, დაიწერა ჯამში 76 საჩივარი, აქედან 43 უბნის, ხოლო 33 ოლქის დონეზე. ცხადია, ეს არ მოიცავს უკვე ხმის დათვლის დროს საჩივრებს.“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×