რეზონანსი
31.10.2020

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს ოლქში, 64-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა ოლქში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას და აღნიშნა, რომ მეორე ტურის საჭიროება დღის წესრიგში არ იქნება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლების ასეთი მაღალი აქტივობა გვაქვს. არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ეს განწყობები რაც არის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პირველივე ტურში გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გავიმარჯვოთ მეორე ტურების გარეშე. საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ტელევიზიის მიერ. ეს არ არის მთავარი, მთავარია საზოგადოების განწყობა. გუშინაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეალურად ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს ხედვა, როგორ განავითაროს ქვეყანა, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და მოახერხოს ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება სწრაფად, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის, არ იქნება ამის აუცილებლობა, იმხელა მხარდაჭერა გვაქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დესტრუქციული პოლიტიკური ძალები გარკვეულ არეულობებს გეგმავენ, რაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„რაც შეეხება დარღვევებს, არანაირი კარუსელი არ არსებობს. ამაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა განცხადება. ის დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან არეულობის შემოტანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი არ გამოუვა. ვინც გაბედავს რაიმე არასწორ ქმედებას, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლერი   (31.10.2020)
აღარაფერი არ გამოუვათ ამ ქვეყანაში ვსო!

ნატალია   (31.10.2020)
ნაციონალები ყველაფერს ეცდებიან არეულობის მოსაწყობად


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×