რეზონანსი
31.10.2020

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარტიას უპირისპირდება. როგორც მართა ლობჟანიძე აცხადებს, ოპოზიციური პარტია არჩევნების დღეს ეცდება ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც მისთვის მიუღებელია სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება პარტია დატოვოს.

„მე ვარ ნაცმოძრაობის ყოფილი აქტივისტი. ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე რომელიც აქტიურად იყო პარტიულ არჩევნებში ჩართული. მევალა ძირითადად ლოჯისტიკის თემები ანუ შიდასამზარეულო კარგად ვიცი. მინდა ვუთხრა საზოგადოებას იმ არეულობის შესახებ რაც 31 ოქტომბერს არის მოსალოდნელი. ამ მხრივ სრულად ვემიჯნები ნაცმოძრაობის, რომელიც მუდმივად არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. ჩემთვის მიუღებელია მუდმივად უპირისპირდებოდნენ ის ადამიანები ერთმანეთს, რომლებსაც გასაყოფი რეალურად არაფერი არააქვთ. ასევე მინდა ვუთხრა მათ ვინც აქტიურადაა ჩართული არჩევნებში, რომ მშვიდად ჩატარდეს ეს ყველაფერი და უთხრან ერთხელ და სამუდამოდ არა იმ მოძალადე რეჟიმს, რასაც რეალურად აპირებენ და გეგმავენ. იგეგმებოდა ძირითადად ყველა უბანზე არეულობა, წაგების შემთხვევაში ოპოზიცია ოფიციალურად ემზადებოდა არჩევნების ჩაშლისთვის და საარჩევნო უბნების გაუქმებისთვის და ჩემთვის ყოველგვარი ამგვარი ძალადობა მიუღებელია და სწორედ ამიტომ გავემიჯნე “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” პარტიას. ასევე იყო დაგეგმილი, რომ უნდა გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, რათა მომხდარიყო უბნის ჩაშლა ან ბიულეტინების გაბათილება. ასევე საარჩევნო უბნებიდან იმ ადამიანების გამოყრა, ვინც ნეიტრალურად ერთვებოდა არჩევნებში და უბრალოდ აკვირდებოდა პროცესებს”, - უთხრა სააგენტო "კვირას" მართა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიური პარტიის პროვოკაციული გეგმების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
*****   (31.10.2020)
შენ მათზე უარესი ხარ და ეს თავად მოგვახსენე.დღეს დაინახე არჩევნების ჩაშლისთვის მზადება.აბა კი გეცოდინება საბრძოლო მასალა და შტაბების ადგილსამყოფელი.ასე როგორ გძულთ ერთმანეთი უპარტიო პარტიულო.

ჭორლეონე   (31.10.2020)
რამდენი ლარიც ჩაგიკუჭეს იმდენჯერ შეგთხარე ამ დილაადრიან, უზმოზე.

ინგა   (31.10.2020)
ეგენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მაგრამ, ვერ მოიგებენ მაინც


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×