რეზონანსი
29.10.2020

რამდენიც არ უნდა ვიტრაბახო მმართველი გუნდის მიღწევებით, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული და სერიოზული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულიყოს. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები მოხდა და ის ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ჯანდაცვას, ეკონომიკას, სიღარიბის ტემპის შემცირებას.

„სამჯერ და ოთხჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე იმ ფასადური აღმშენებლობის ხანაში. კრიმინალსაც რომ შევეხოთ, დღეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, მკვლელობა, ყაჩაღობა 3-ჯერ არის შემცირებული. ოკუპაციის გარდა, რომელსაც ამ ქვეყანაში თანაავტორები ჰყავს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემმა არის სოციალური ფონი. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ რამენაირად ამ სიღარიბის აღმოფხვრას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (30.10.2020)
ჩამოგითვალო? ყველა სფერო სადაც ჩაფლავდით დავიწყოთ 1 სასამართლო სისტემა 2 პროკურატურა 3 სამარტალდამცავი სისტემა 4 სამედიცინო სფერო 5 განათლების სფერო 6 სპორტი და მტავარი უმუშევრობა და სიღარიბე. და ყოველივე ამის შემდეგ რა ნამუსით ითხოვთ მხარდაჭერას. ჰო დამავიწყდა უცხოელ პარტნიორებთან თავი მოიჭერით თქვენი ტყუილებით და გადამგდები შეგარქვეს

(((   (30.10.2020)
ვერ ახერხებთ ამ სიღარიბის აღმოფხვრას, ხოდა დაანებეთ ხელისუფლებას თავი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×