რეზონანსი
29.10.2020

გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს არჩევნებზე მოდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებითა და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„რვა წელიწადი, თითქმის 3 000 დღე, 70 000 საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა, ხომ ამოგივიდათ ყელში?, 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას?, ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ნორმალურ მედიცინას, ნორმალურ ჯანდაცვას და იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ.

ერთი თხოვნა მაქვს, გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს არჩევნებზე მოდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებითა და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით. სიღნაღიდან რომ მოვდიოდი, საყვარელმა ჩვენმა ქალბატონებმა, ჩვენმა პარტიის წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამაჩერეს და მითხრეს, ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ არც ერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის. ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს. ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა. ზუსტად ასე გავაკეთებთ და იმას, ვინც ჩვენს სამშობლოს რვა წელი სისხლი წოვა, ვის უძირო ჯიბეებშიც დაილექა ბიუჯეტის ფული, ვინც ჩვენს შვილებს მომავალი მოპარა, ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდება თავს. დარწმუნებული ვარ, ამ ლამაზ ქვეყანას, რომელიც უფალმა გვაჩუქა, უზარმაზარი მომავალი ელოდება, რადგან ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთან არს ღმერთი. წინ, ნანატრი გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს ძალ-ღონე არ დაიზაროთ, არჩევნები მოგებული გვაქვს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ქუთაისი   (30.10.2020)
ბოთე.

კახელი   (30.10.2020)
ეს რუსეთუმე თახვი .მახინჯი სხეულში მახინჯი სულია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×