რეზონანსი
29.10.2020

შვეიცარიამ საქართველო და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა „წითელი ზონიდან"ამოიღო. ამის მიზეზი შვეიცარიაში კორონავრისით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გახდა.

განახლებული ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი ავრცელებს.

„წითელ ზონაში" მოხვდნენ მხოლოდ ის ქვეყნები და რეგიონები, სადაც 100 ათასს ადამიანზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდნეობა შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება. ამგვარად, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ ზონაში" არიან ანდროა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. ამას გარდა, წითელ ზონად არის გამოცხადებული საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი. აღნიშნული ქვეყნებიდან და რეგიოებიდან ჩასულ პირს შვეიცარიაში კარანტინის გავლა მოუწევს.

28 ოქტომბერს შვეიცარიაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 8 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ფედერალურმა მთავრობამ ქვეყანაში ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აიკრძალა რესტორნებსა და ბარებში ერთ მაგიდასთან ოთხ ადამიანზე მეტის ჯდომა, ბარებისა და რესტორნების მუშაობა კი საღამოს 11:00 საათამდე შეიზღუდა.

აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები ჩატარება. ასევე, აიკრძალა ათ ადამინაზე მეტის მონაწილეობით ოჯახური შეკრებები. ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდნეობა 15-ით შეიზღუდა.

ორი ნოემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწვალა დისტანციურად გაგრძელდება. ამასთან, ქვეყანაში სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება ხალხმრავალ, ღია და დახურულ სივრცეებშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×