რეზონანსი
29.10.2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პედაგოგების მასობრივი PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი სამ მასწავლებელს დაუდასტურდა.

ისინი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. ეპიდემიოლოგის მიერ ინფექციის გავრცელების პირელადი წყაროსა და კონტაქტების მოძიება ამ წუთებშიც გრძელდება.

დაგეგმილია საჯარო სკოლების სრული დეზინფექცია.

რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, კორონავირუსი დამატებით 10 მოქალაქეს დაუდგინდა. ყველა მათგანი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×