რეზონანსი
29.10.2020

გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი იყოს მოცვა გაზიფიცირების და რეგიონში გაფართოვდეს ეს ქსელი, შესაბამისად, დღეს ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ გაზიფიცირების გეგმის გაგრძელება 2024 წლამდე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში 2019-2024 წლამდე 600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 2019-2021 წლის ჩათვლით ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ გაზიფიცირების გეგმას. ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდება 384 დასახლებულ პუნქტში და მთლიანობაში გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა ქვეყანაში 1 400 000 ათას აბონენტს მიაღწევს და ქვეყნის გაზიფიცირების დონე ევროპაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

ეს პროექტი მიმდინარეობს წარმატებით და მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ვადაზე ადრე სრულდება და ძალიან ბევრ რეგიონში ჩვენ უკვე ვზეიმობთ ბუნებრივი აირის ანთებას ოჯახებში. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი იყოს მოცვა გაზიფიცირების და რეგიონში გაფართოვდეს ეს ქსელი, შესაბამისად, დღეს ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ გაზიფიცირების გეგმის გაგრძელება 2024 წლამდე და კიდევ დამატებით 211 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში 2019-2024 წლამდე 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული.

2012 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონებში და ეს სიკეთე რეგიონებში ძალიან ფართოდ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×