რეზონანსი
29.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×