რეზონანსი
26.10.2020

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, შეიქმნება სპეციალური საიტი, სადაც პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოქალაქეების პირადი ოჯახის ექიმისა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

მისივე თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც, შესაძლოა ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდეთ, მობილურ ტელეფონებზე მესიჯის სახით ინფორმაციის გაგზავნა იგეგმება.

"იგეგმება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, რომ ჩვენ ყველა ჩვენს პაციენტს გავაცნოთ მისი საკუთარი ოჯახის ექიმი, რომელსაც ნამდვილად აქვს ვალდებულება ჩვენი პაციენტის მიმართ არა მარტო იურიდიული, არამედ ფინანსური, რადგან სახელმწიფო წლების მანძილზე ახდენს მათ ანაზღაურებას და თითოეულს ჰყავს თავისი ფიქსირებული ბენეფიციარი.

შესაბამისად, უახლოეს დღეებში გვექნება საიტი, სადაც თითოეული პაციენტი თავისი პირადი ნომრის შეყვანით შეძლებს და დააიდენტიფიცირებს მისი საკუთარი ოჯახის ექიმის და ასევე იმ პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ნომერს და მისამართს, სადაც ის დარეკავს და მიწვდომადობა შესაძლებელი გახდება 112-ის მიღმაც. ვფიქრობთ სხვადასხვა ხერხზე, როგორ გავაცნოთ ოჯახის ექიმი ადამიანებს, ვისაც არ ექნება ამის საშუალება. ვფიქრობთ ინფორმაციის გაგზავნას მობილურზე შეტყობინების მეშვეობით,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (26.10.2020)
ეკა დამირეკე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×