რეზონანსი
26.10.2020

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მე-3 დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი. ისინი დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს. შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, 9 ათასამდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომელებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონენი და კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან. მოცემული დროისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მომართა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×