რეზონანსი
22.10.2020

სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურა დატოვა. ყოფილი დეპუტატი და "ქართული დასის" დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის ფარგლებში დაიბარეს.

"მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კაპანაძე და სხვა რიგითი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ღალატს. ჯერჯერობით, დაკავებული არიან მეისრეები, მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან დამნაშავეები, თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დიდი ფული, რაც ჩემი აზრით, გადახდილია ამ დიდ, ისტორიულ ღალატში, ამათაც შეხვდა. შესაძლოა, ამათ უბრალოდ დაავალეს და გააკეთეს, მაგრამ შეუძლებელია პრეზიდენტის, მაშინდელი შს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე," - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ყოფილმა დეპუტატ დღეს ოპოზიციიდან უპასუხეს და ხელისუფლების ინტერესის გატარებაში დაადანაშაულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×