რეზონანსი
20.10.2020

"კოვიდ 19-ით" გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, 40 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს.

ყველაზე ცხელი წერტილი ბათუმი, თბილისი და ქუთაისია, სადაც ყოველდღიურად სამნიშნა სტატისტიკური მონაცემები ფიქსირდება. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა 10 182-ია, აქედან 2 817 პირი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172- თბილისში, აჭარაში - 69. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე 75 პაციენტია მიერთებული. 

საქართველო პრეპარატ "რემდესივირის" მოლოდინშია. დიდმა რანდომიზირებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი მძიმე ავადმყოფებში. პრეპარატი მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

ვინც ბინაზე მკურნალობენ, სპეციალისტები სითხის მიღებასა და მეტ მოძრაობას ურჩევენ. ასეთმა პაციენტებმა დახმარებისთვის არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარების შეფერხების გამო სხვა პაციენტების გადაუდებელი დახმარება ვეღარ ხერხდება. 

მოქალაქეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად 144 -ზე უნდა დარეკონ, კერძოდ, დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, ხოლო 112-ს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხევაში უნდა მიმართონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×