რეზონანსი
19.10.2020

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ორ დღეში 2000 შემთხვევა უფრო მეტია, ვიდრე იყო იტალიაში“.

„ეს ორი ათასი კაცი სად არის, ვიცით? სახლებში არიან? ნაცნობმა მითხრა, რომ მის ახლობელს დაუდასტურდა, სიცხე არ აქვს, უსიმპტომოა და წავიდა კახეთში, რთველში. ვინმე ამ ორი ათასი ადამიანის კონტროლს ახორციელებს, თუ მხოლოდ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული? თუ თვითშეგნებაზეა საუბარი, ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდა უნდა ყოფილიყო გაწეული და არა ჰარი-ჰარალე, „კოვიდზე“ გამარჯვებული პარტიის გაზეთებს რომ არიგებდნენ და მოქალაქეებს სიფრთხილე დაუკარგეს. გაფრთხილებაც კი არ იყო, წესები დაეცვათ. საწყალი მოწოდება იყო, ქორწილი და ძეობა მომავალ წელს ერთად აღვნიშნოთო. მთავრობა ახლა რატომ დუმს? ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, არავინ ელოდა ამას და როცა არ ელოდები, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უნარი არ აქვს, შემდეგი ნაბიჯები დაგეგმოს“, – განაცხადა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (19.10.2020)
მერე ვინ არის ამაში დამნაშავე? ისევ თქვენ. მთავრობის რეგულაციებს ნიშნის მოგებით არ ითვალისწინებთ,ვითომ თქვენთან არ მოვა {ამას არც გისურვებთ}, ამიტომ უნდა მხარში ამოუდგეთ მთავრობას ამ საკითხში მაინც და ნუ იჭორავებთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×