რეზონანსი
17.10.2020

ჩვენ ყველაფერი უნდა შვექმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში ცხოვრება ზუსტად ისეთივე იყოს, როგორიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისშია, სხვაობა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, არჩევნების დროს პროვოკაციებს არ აყვნენ და ამასთან, პანდემიასთან დაკავშირებული წესები დაიცვან. გახარიამ ასევე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.

საქართველოს წარმატება, რა თქმა უნდა, განისაზღვრება პირველ რიგში, მისი რეგიონების წარმატებით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ყველაზე დიდი მიზანია, ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღსდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება უნდა იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენ მოქალაქეებს არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას. მე მესმის, რომ ჩვენთვის, ყველასთვის არ არის ბუნებრივი პირბადეეებით აქ ჯდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი პაუსხისმგებლობაა ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ჩვენი ხანდაზმული ხალხის ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე ღირსეულად უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. გამარჯვებას გისურვებთ!“ - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მარინა   (17.10.2020)
არ ვარ ოცნების მხარდამჭერი.მაგრამ დიდ პატივს ვცემ ბატონ გიორგი გახარიას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×