რეზონანსი
01.10.2020

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო სიაში არიან ბიზნესმენები, რომლებიც მას ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, თუმცა ახლა წყენა დაივიწყეს.

„სიაში არიან ბიზნესის წარმომადგენლებიც, ისინი, ვინც ძალიან ბევრი რაღაც შექმნა საქართველოში, მაგალითად ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც წარმოუდგენელი რაოდენობის ახალი ბიზნესი შექმნა საქართველოში. ასევე, კახა ოქრიაშვილი, რომელსაც მე ხშირად არ ვეთანხმებოდი, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება იმით, თუ როგორ მაგრად დაუდგა ოლიგარქს და მის რეჟიმს, როდესაც პირდაპირ დაემუქრნენ დაჭერით და უთხრა, მოდით, თუ გინდათ დამიჭირეთ, მაგრამ უკან არ დავიხევო, არსად გავრბივარ და ჩემს პოზიციაზე ვიდგებიო. როგორ შეიძლება ამ პოზიციას არ ვცე პატივი.  აქ არის ის ხალხი, ვინც მე ძალიან მკაცრად მაკრიტიკებდა წარსულში, მაგრამ ჩვენ დავივიწყეთ ძველი წყენა, რადგან ჭეშმარიტად, საერთო ძალების გაერთიანების დროა. რეალურად, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია, რადგან სრულიად სხვადასხვა ძალებით, სხვადასხვა წარმომავლობის ხალხმა მონახა ძალა, დადგეს ერთად, რომ საქართველო გამოიყვანოს ამ კრიზისიდან და სწრაფად წაიყვანოს წინ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ გამარჯვებას. ის, რომ გამარჯვება იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. 31 ოქტომბერს საქართველოა ახალი დროის ათვლას იწყებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (02.10.2020)
ვაი თქვენს პატრონს ნაცებო.მაინც არ გეშველებათ არაფერი,მიხედავად იმისა დაგემატათ ძლიერი ძალა.1ნომრად ყავთ ხრინწი ბებერი რომელიც დღეის მდგომარეობით საზოგადოებაში კუილს ვერ იკავებს,ბიზნესმენები–აფირისტები ოქრიაშვილი და ჩოჩელი და საბოლავოდ ასევე დიდი ფულის მოყვარული და სხვადასხვა პარტიებში დამსახურებული მხტომელისტორიკოსი გუბაზბოზი.

გალელი   (01.10.2020)
მიშა ბ-ნო შენ საერთოდ რა შუაში ხარ ამ სიასთან? ვინმე გირჩევს თუ რა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×