რეზონანსი
29.09.2020

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცა.

სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

„ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ინიციატივა პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (30.09.2020)
მერე ჯარში ვინ უნდა წავიდეს,სინტერესოა, ჯერ ამ ვირჩმა დაამხო ქვეყანას ჯარი თავზე. ქვეყანას რომელსაც ჯარი არაჰყავს ის რა ქვეყანაა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×