რეზონანსი
29.09.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარს აცხადებს.

როგორც მისი ადვოკატი სოფიო ჯაფარიძე აცხადებს, ვახტანგ ჩიქოვანის მიმართ საზოგადოების აზრი უარყოფითადაა, რის გამოც ამჯობინებენ, საქმე სასამართლომ განიხილოს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაცია გავიარე, ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ ირჩევს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო განიხილავს.

ამ გადაწყვეტილების არგუმენტაცია ის გახლავთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ უარყოფითია, რაც საქმის ობიექტურად განხილვის იმედს ადვოკატებს არ გვიტოვებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ვახტანგ ჩიქოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×