რეზონანსი
29.09.2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, არცრუნ ჰოვანისიანი Facebook-გვერდზე წერს, რომ სომხეთის ქალაქ ვარდენისში აზერბაიჯანელებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს.

ჰოვანისიანის თქმით, ხანძარი დაპირისპირებულმა მხარემ დრონით გააჩინა.

აქვე, უკვე მესამე დღეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო სამხედრო დაპირისპირება არ წყდება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ სააგენტოებთან მოწინააღმდეგეების დანაკარგზე ისაუბრა და თქვა, რომ განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი. ამასთან, დაიღუპა და დაშავდა 550-ზე მეტი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს გაეროში ყარაბაღის კონფლიქტზე დახურული სხდომა გაიმრეთება. აქვე კი შეგახსენებთ რომ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ დაპირსპირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×