რეზონანსი
29.09.2020

აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახლა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვირუსის აქტიური მართვის ეტაპზეა.

„აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. გარკვეულწილად ეს შემთხვევების მატება არის არითმეტიკული პროგრესიით და არა გეომეტრიული პროგრესიით, რაც ახასიათებს ვირუსს სწრაფი გავრცელების შემთხვევაში. ვფიქრობ, აჭარაში სტაბილიზაციის შესაძლებლობა არის. ყველაზე აქტიური, რაც შეიძლება გაკეთდეს და მუშაობს, გარდა ნიღბის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისა, არის შეზღუდვის გამოყენება, თუმცა ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ და ახლა ვართ აქტიური მართვის ეტაპზე. რომ ვამბობთ „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას", ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე", - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეისთვის ქვეყანაში 3200 საწოლია მობილიზებული და თავისუფალი დაახლოებით 700-მდე საწოლია. მეტი აქცენტი, მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარაზე მოდის და იქ მუდმივად 80-100 საწოლი თავისუფალია.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×