რეზონანსი
28.09.2020

19 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველა სტუდენტი დაბრუნდება აუდიტორიებში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი.

ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გივი   (28.09.2020)
უმჯობესი იქნება ყველასათვის დისტანციური სწავლება იყოს.მაშინ როცა ახლა სეზონია გაციების.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×