რეზონანსი
27.09.2020

ექიმი ადამიანი არ არის? - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას.

„ექიმიც მოქალაქეა, მითუმეტეს - ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ამდენად, მას აქვს უფლება, გააკეთოს ნებისმიერი განცხადება“ - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

იქამდე, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა: „სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ, ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?! და სხვა. გაზეთ „რეზონანსის” განცხადებით კი, „საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, პასუხს სთხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ - რომ ერთი მხრივ ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×