რეზონანსი
26.09.2020

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, გლოვის დღეს, მთელს უკრაინაში დროშები უნდა დაუშვან.

„გუშინ ჩვენ დავკარგეთ, ახალგაზრდა კურსანტები და გამოცდილი მეომრები, რომლებსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. რთულია სიტყვების პოვნა ამ დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილის გამოსახატად. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რის თანახმადაც 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი კურსანტი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა, საავადმყოფოში მოინახულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×