რეზონანსი
26.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×