რეზონანსი
25.09.2020

ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები დანაშაულში, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დავით ფურცხვანიძის დაკავებას გამოეხმაურა.

მიხეილ რამიშვილი თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა მიმდინარეობს.

"დავით ფურცხვანაძის დაკავება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებითი მასალები, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, სადაც აღმოაჩინეს 18-დან 22 ივლისამდე.

მფარველობა მიდის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მეც დამაკავებენ. როგორ შეიძლება წყარო დააკავო, რა შუაშია?! ეს მე გადმომიგზავნა მასალები და მე გავასაჯაროვე, მტკიცებულებად რომ შეაფასეს. თუ გაყალბებაზეა საუბარი, რა გაყალბდა?! რაში მედავებიან?! ჩემამდე არ დადის, მე ეს

სატელიტის ფოტოები არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე.

გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმესაც ჩამომაშორებენ. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები ამ დანაშაულში, რომლებიც ნათლად, პირდაპირ მიუთითებენ მფარველობაზე. პირდაპირ არის მითითება, რომ მკვლელობაა ჩადენილი ბაჩალიაშვილის მიმართ, თორემ ამხელა მფარველობა, ამხელა ჩართულობა ამ პატარა საქმის მიმართ, რაც დაკავშირებულია დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან და ახლა ჩემი მისამართით გადასვლა... წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ამგვარი რამ წარმოუდგენელია", -განაცხადა რამიშვილმა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (25.09.2020)
წყარო რომელიც შეგნებულად არეულობას გაგმავს არჩევნების წინ ქვეყანაში,დასაჭერი კი არა დასახვრეტია დებილო რამიშვილო.უნდა დაჩქარდეს შენი დაპატიმრებაც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×