რეზონანსი
22.09.2020

პედიატრი ინგა მამუჩიშვილის თქმით, წელიწადიში მოზარდის 8-ჯერ გაციება ნორმალურია. ამასთან, პედიატრმა იმუნიტეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაავადება ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

​„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ავადობის უფლება აქვს წელიწადში ექვსჯერ ან რვაჯერ. ვირუსული ინფექციებით ავადობასაც გააჩნია. ერთია ხშირი ავადობა და მეორეა ხანგრძლივი ავადობა. თუ ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს და ხუთი დღის განმავლობაში თვითონვე ალაგდა ყველაფერი, დარეგულირდა ტემპერატურა, გაქრა რესპირაციული სიმპტომები, ე.ი. საქმე გვაქვს ნორმალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებასთან. ექიმის ყურადღება ყოველთვის აუცილებელია. ტემპერატურიდან მეორე-მესამე დღეს ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუმცა მედიკამენტის მიცემა აბსოლუტურად არ წარმოადგენს აუცილებლობას. ეს არის ნორმა. ასე ხდება იმუნიტეტის შეძენა. ასე ყალიბდება გარკვეული ვირუსების მიმართ იმუნოლოგიური მეხსიერება, ხშირი ავადობით. იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე სხვა უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. განსაკუთრებით მოქმედებს ეკოლოგიური სიჯანსაღე“, - აცხადებს ინგა მამუჩაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×