რეზონანსი
21.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ამის შესახებ ადვოკატი თავად აცხადებს.

„სატელიტურ ფოტოსთან დაკავშირებით ჩვენებას მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივცემთ, ამავდროულად, ჩემი მობილური ტელეფონი დალუქეს და შესამოწმებლად მიაქვთ. რა უნდა შეამოწმონ არ ვიცი – შეამოწმონ.

დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ალბათ ხვალ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო. რადგან ყოველდღიურად ვაწვდი იმ ინფორმაციებს, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. 

ჩემს ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და გააკეთებენ, რომ დამაკავონ. მე არაფრის მეშინია, მათ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის“, – ამბობს რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
******   (22.09.2020)
თაგვმა თხარა თხარაო....... აი რა დაგმართეს გვარამიამ და მისმა ბანდამ ჭკუის კოლოფო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×