რეზონანსი
19.09.2020

გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ორი დღის წინ თიანეთში თვითმკვლელობა სცადა, მძიმეა.

ახლგაზრდა გუშინ თიანეთიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე კომატოზურ მდომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

გიორგი ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის ინფორმაციით, თვითმკვლელობის ცდელობას მის შვილსა და სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბექაურს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.

მისვე თქმით, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს, თამაზ მეჭიაურის გადაადგილების მარშრუტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა. ნენე ხარხელაურის განცხადებით, რწმუნებულს მისი შვილისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ სურდა.

„ზურაბ ბექაურის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი შვილი თამაზის მძღოლია, ბექაურმა თვითონ მიიყვანა მეჭიაურთან. მერე კი უნდოდა ინფორმაცია გაეგო, სად მიდიოდა თამაზ მეჭიაური, ვისთან ჰქონდა შეხვედრა და ა.შ. ამ ინფორმაციას რომ ვერ იღებდა ჩემი შვილისგან, ამან გააღიზიანა. ჩემი შვილი სულ დაძაბული იყო, მეუბმებოდა, ბექაურის საქციელები არ მომწონსო.

ინციდენტის დღეს ჩემი შვილი ზურას თბილისში უნდა გაყოლოდა. ჩემმა შვილმა მას სამ- ოთხჯერ დაურეკა და უთხრა: ზურა, თუ არ მიდიოდი თბილისში, გეთქვა და მე ჩემით წავიდოდიო. მერე ბექაური ჩვენს სახლში მოვიდა, ყვიროდა, ღრიალებდა. ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, დაარტყა. ჩემმა შვილმა მიაძახა, რომ ამას არ აპატიებდა. ვფიქრობდი, პოლიცია წაიყვანდა ჩემს შვილს. ალბათ, თვითონაც ასე იფიქრა და შეეშინდა, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს", - განაცხადა ნენე ხარხელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×