რეზონანსი
18.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის გახდა უნებლიე მოწმე დიდი ფინანსური აფიორის და ამიტომ, იძულებულები გახდნენ, მოეშორებინათ.

„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორება, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან... და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი"

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ რამიშვილმა საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა და ეს პირი გახლავთ დავით ფურცხვანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×