რეზონანსი
14.08.2020

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ" აარიდა დიდი განსაცდელი, რომელიც ხალხს უამრავ პრობლემას შეუქმნიდა.

„ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა იყო იმ დროს ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა. აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, მივიღეთ დამატებით 10 ათასობით დევნილი. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ქედს ვიხრით მათ წინაშე. 300 ათასი დევნილი დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ, ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა. მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
გამოცანა   (15.08.2020)
უნაგირი თუ პამპერსი - რომელი უხდება მხედართმთავარს?

ჯიმა   (15.08.2020)
ხისთავა ირაკლო, ერეკლე მეფემ გიორგიევსკის ტრაქტატის მერე ვერ აიცილა ომი სპარსეთთან. მიდი ახლა და აკრიტიკე თუ ეგრეა! კაცი კი არა, რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის, არამედ ექო ხარ ქვევრიდან(ჭურიდან) ამოსული.

კახელი   (15.08.2020)
ირაკლი მაგარი ხარ მიდი მიაწექი ამ ცხოვრებას,გული უსკდებათ შენ რომ გიყურებ ღმერთმა ქნას მაგათ გულის გასახეთქათ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა არ მოგალლოს.შენ ნაირი მინისტრი თავდაცვას ჯერ არ ჰყოლია,გაიხარე გამრავლდით, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ , ყველაზე მაგრები კახელები ვართ

ИНЦИТАТУС   (14.08.2020)
Хис тавиано! неадерталцелис донезе хар, 1-2 цигни цаикитхе тумца ра азри аквс, шен укве агарафери ар гешвелеба-да ара марто шен.

ჭორლეონე   (14.08.2020)
შენი დედას შევთხარე ბლუ, შენი ბუნებრივი პოზა ტრაკის მიშვერაა მტრისთვის. უღირსი, ჩმორი,გაჩაჩანაკებული და პატივაყრილი დედამითესლილები ხართ ყველა, რუსულ ოცნებაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×