რეზონანსი
11.08.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული პირის დას, ვირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

„გამოკვლეულ კონტაქტებს შორის დას დაუდასტურდა ვირიუსი. ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს . სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ",- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის სოფელში ტესტის პასუხებამდე 4 დღით ადრე იმყოფებოდა.

მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×