რეზონანსი
10.08.2020

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში გაშუქების პროცესს და მოუწოდებენ მედიას, განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში" გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.

მთავარ არხზე წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთის მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი, აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ადამიანის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროში მოიაზრებს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს გარდაცვლილი პირის მშობლების კონსტიტუციურ უფლებას, იდავონ გარდაცვლილი შვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია, ამავდროულად, არღვევს მათ პირად უფლებებს. [2]

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (11.08.2020)
შეტევითი გადაცემა იყო. არ არის გამართლებული ასეთი გადაცემის გაკეთება....პიარის დონეზე ამ ახალგაზრდას მისიც ეყოფა თითქოს ნიკა ღადაობდა მასზე

***   (11.08.2020)
მერე ოჯახი რატომ ვერ ხვდება ამ სისაძაგლეს, პროტესტიც კი არ გამოუხატავთ გარდ. შვილზე რეებს ჭორაობენ, საქვეყნოდ მოჭრეს საცოდავ გოგოს თავი, ნუთუ ოჯახისთვის შვილის რეპუტაცია არაფერს ნიშნავს, საკვირველია პირდაპირ.

დათუნია   (10.08.2020)
სხვა ამავე გადაცემებთან შედარებით ეს საზიზღარი გადაცემა გამოუვიდა. სხვას არ ვიცი, მე არ მომეწონა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×