რეზონანსი
10.08.2020

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა.  სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.psh.gov.ge

სამინისტროს ცნობით, მოცემულ კრიტერიუმს იუსტიციის სახლის მესტიის ფილიალიც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ფილიალში დაჯავშნის სისტემა შენარჩუნებული იქნება, ბოლო დღეებში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო.

რაც შეეხება  ფილიალებს,  სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით,   მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×