რეზონანსი
10.08.2020

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა.

"ბუსა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში სწავლობდა. ძალიან რთული ასაკი ჰქონდა ბუსას მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა.  ოთხი წელია, ბუსა საქართველოში დაბრუნდა. განათლება ამერიკაში მიიღო. მისი და ლიზიც ამერიკაში სწავლობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნინომ საოცრად კარგი შვილები გაზარდა. 

ერთი წლის წინ ვკითხე ნინოს და მითხრა, შეყვარებული ჰყავსო. ახლა აღარაფერი მიკითხავს. ნინო შედარებით დამშვიდდა მას შემდეგ, რაც ლევან თოფაძე კლინიკიდან გამოწერეს. ნინოს რომ ელაპარაკები, ვერაფერს შეატყობ, მის ემოციებს ვერ დაინახავ, თუ ტირილი არ აუვარდა. ძალიან ძლიერი ქალია. დარწმუნებული ვარ, ბუსა განიცდის იმას, რაც მოხდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს... რომ დაფიქრდება, ბევრ რაღაცას გადააფასებს.

ლევანი და ბუსა ერთ სამეგობრო წრეში ტრიალებენ, ვფიქრობ, ორივე მხარე შეძლებს სიტუაციის ისე განმუხტვას, რომ კონფლიქტი აღარ მოხდეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს არ მიიღებს ანგარიშსწორების სახეს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზურაბ ჟვანიას მეგობარმა ხათუნა ხოფერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (11.08.2020)
შენ შეგეცი ტრაკში შე ნაბოზარო მეპირე

1234   (10.08.2020)
ამერიკაში სწავლობდა თუ ინდოეთში, ამას მნიშნვნელობა არა აქვს. ოცნებამ შერჩევითი სამართალი აღარ უნდა დაუშვას. რასაც იმსახურებს კანონით ის უნდა მიიღოს - არც მეტი და არც ნაკლები. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ყველამ ვინც განზრახ მკვლელობაზე ან მცდელობაზე ზის, სტრასბურგის სასამართლოში უნდა იჩივლონ და გამოშვება მოითხოვონ. სიმთვრალე დამამძიმებელ გარემოებად უნდა ითვლებოდეს. ციხე და სასჯელი იმისთვის არის რომ მეორედ არ ჩაიდინოს ან სხვამ არ ჩაიდინოს, ან ლინჩის წესით გასამართლება მოხდეს.

ლაშა   (10.08.2020)
წადი შე ბებერო ბოზო, გააჯვი აქედან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×