რეზონანსი
04.08.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, - ამის შესახებ მან პოლიტიკური გუნდის, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პრეზენტაციაზე განაცხადა.

2018 წლიდან ელისაშვილი „სამოქალაქო მოძრაობას" ხელმძღვანელობდა. არის გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელი, იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, 2017 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.

საბურთალოს საარჩევნო ოლქში მისი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებიდან" დავით სერგეენკო იქნება. „ევროპულმა საქართველოს" კი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია,

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×