რეზონანსი
03.08.2020

დაჭრილი ლევან თოფაძის მამა, ირაკლი თოფაძე მომხდარის დეტალებზე „რუსთავი 2-"თან საუბრობს და ამბობს, რომ ის ინციდენტის უშუალო შემსწრე არ არის და გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.

„ბავშვი ნორმალურად არის, კარგად. საქმეში მაკრატელი თუ ფიგურირებს არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ მაქვს სხვა ინფორმაცია. მე საერთოდ არ ვიყავი გამოკითხვაზე ჯერჯერობით, თუ საჭირო იქნება დამიძახებენ. არ ვიცი მე ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, ვერ გეტყვით" - აცხადებს ლევან თოფაძის მამამ ირაკლი თოფაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×