რეზონანსი
03.08.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მინდორში მუშაობის დროს, ნოდარ ბოლღაშვილის ტრაქტორს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. ტექნიკა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე მთლიანად დაიწვა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, არსებობდა საშიშიროება, რომ ცეცხლი მიმდებარე ნაკვეთებში გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს.

რა გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაწვის მიზეზი, უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×