რეზონანსი
01.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომაშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს.

ჩატარებული სამუშაოები კი იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, ხვალ კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იქნას გამოკვლეული. ჯერჯერობით დინამოს ბაზრობაზე ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×