რეზონანსი
16.07.2020

სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ეს საქმე გაიხსნება. ამბობს, რომ ყველა დაუნდობლად უნდა დაისაჯოს.

“გამოძიებასთან არანაირი შეკითხვები არ მაქვს. იმიტომ, რომ გამოძიება აგრძელებს იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა შაქარაშვილის მიმართ. ჯერ მოკლეს და ახლა მისი სიკვდილის მიზეზების მიჩქმალვა ხდება. მკვლელობა გრძელდება. ორსერიანი მკვლელობაა სამწუხაროდ. გული მაქვს გახეთქილი. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ კოლექტიური დანაშაული მიდის ამ ერთი უპატრონო ბავშვის მიმართ. როგორც ჩანს, ჩართულია ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ზოგიერთები იძახიან რომ არ გაიხსნება, რაც ასევე არ მომწონს. ეს საქმე გაიხსნება, ოღონდ ამ ხელისუფლების პირობებში არა.

გაიხსნება იცით რატომ? ძალიან ბევრი მონაწილეა. ისეთი უღირსი ხალხია ამაში ჩართული, რომ ერთ-ერთი მაინც გამოხტება და იტყვის რაღაცას. მე ვარ მომხრე, რომ დაუნდობლად უნდა იყოს დასჯილი ყველა, მათ შორის სამართალდამცველებიც. მორალური პასუხისმგებლობა მის ე. წ. მეგობრებსაც აქვთ. ჯერ ცოცხალი მიატოვეს და ახლა მიცვალებული ჰყავთ მიტოვებული. ზეწოლა შეიძლება იყოს, მაგრამ სიმამაცე ის კი არ არის, ვინც სუსტს ჩაგრავს. მამაცი ის არის ვინც ძლიერს ეჩხუბება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
lolu   (16.07.2020)
გუბაზ ბატონო! რატომ არცხვენთ მამათქვენს იმქვეყნად? მამალ ნაცად გადაიქეცით და

1234   (16.07.2020)
საქართველოში არ დაილია ამისთანა დემაგოგები. ყველაფრის და ამასთანავე არაფრის მცოდნე. მიხედოს სპარსოლოგიას თუ რამე ისწავლა თავის დროზე. ოჯახის ტრაგედიის პოლიტიზირება ამორალურია. მშობელზე მეტად სტკივა ამ უვარგისს იმ ბიჭის სიკვდილი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×