რეზონანსი
16.07.2020

აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს ინფიცირებული აღმოჩნდა, მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში განათლების სამინისტრომ აბიტურიენტებს გამოცდებზე საკმაოდ კომფორტული პირობები შეუქმნა.

„მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბული არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ინფექციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს.

მოგეხსენებათ, გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანა ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს, გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×