ია აბულაშვილი
05.07.2020

გორის ციხის აკლდამები, რომელიც მდებარეობს ყაზბეგში, ზღვის დონიდან 1870 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 10 კმ-ის დაშორებით, ვახუშტი ბატონიშვილი "გორის სოფლების" სახელით მოიხსენიებს.

მთის ძირში დღესაც შემორჩენილია ორი კოშკის ნანგრევები, რომელთანგან ერთს ეწოდება "ავსანჯაანთ ციხე", მეორეს "მამაწმინდის ხატი". აქ ოდითგანვე ყოფილა მონასტერი, რომელსაც ეწოდებოდა მამაწმინდა. ლეგენდის თანახმად აქ დამარხული ყოფილა ვერძის ოქროს თავი; ამიტომ, ამ მონასტერს ოქროს მამაწმინდასაც ეძახდნენ.

სალოცავში მოღვაწეობდნენ ბერები, იმართებოდა წირვა-ლოცვა. წელიწადში ერთხელ კი მამაწმინდობის დღესაწაული. მოსახლეობა სოფლებიდან ამოდიოდა, ლოცულობდა და იკვლებოდა საკლავი. მაგრამ ამ მონასტერში ქალების მისვლა არ შეიძლებოდა.

ერთხელ ერთი სოფლიდან ოჯახი ამოსულა, სადაც ქალებიც იყვნენ. უცბად დაიწყო თურმე კოკოსიპირული წვიმა და მთელი ღამე წვიმდა. გამთენიისას ქალები უკან წამოსულან და წვიმამაც მაშინვე გადაიღო.

ამის შემდეგ ხალხში იყო რწმენა, რომ ხატი ქალებს არ იღებდა. თუცმა გორისციხის დასავლეთით, მთაზე მდებარეობს ერთი უზარმაზარი, ციკლოპური ნაგებობა, დიდი ქვის ლოდი, რომელსაც გორისციხის ქალების ხატს ეძახიან.

გორის ციხეში არსებობს ერთი მისტიური ადგილიც, რომელსაც აკლდამებს ეძახიან. შუა საუკუნეებში ამ ადგილებში კეთრი გაჩენილა და მოსახლოებას გადაუწვეტია ორმოები ამოეთხარა. ამ ორმოებში დაავადებულები საკუთარი ნებით ჩადიოდნენ, რათა სხვებს არ გადასდებოდათ ვერაგი სნეულება. ორმოებში იყო გასასვლელები და შეიძლებოდა ერთი ორმოდან მეორეში გასვლა.

დაავადებული ხალხი სიცოცხლის ბოლო დღეებს ამ აკლდამებში ატარებდნენ, მათთვის საკვები სოფლებიდან ახლო ნათესავებს ამოჰქონდათ და აკლდამის შორიახლოს უტოვებდნენ. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები დაავადნენ და ჯანმრთელი დედები მათთან ერთად ჩადიოდნენ ორმოში და მათთან ერთად იხოცებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )