ია აბულაშვილი
06.05.2020

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს, რომელიც ქართველთა მფარველად ითვლება, ამიტომ მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

წმინდა გიორგი გამოსახული იყო საქართველოს მეფეების გერბებზეც, ქართველთა ლაშქარს მტერთან ბრძოლაში მუდამ წინ მიუძღვოდა წმინდა გიორგი ხატი; წმინდანის სახე გამოსახული იყო მეომართა ფარებზეც.

არსებობს უამრავი ლეგენდაც, როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში. წმინდა გიორგის სახელზე საქართველოში 363 ეკლესიაა, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია წმინდა გიორგის 365 ლოცვა. საქართველოს სახელმწიფო გერბზე კი წმინდა გიორგია გამოსახული.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნიდან იწყება, გადმოცემის თანახმად, იგი წმინდა ნინოს ბიძაშვილი იყო და მისგან შეუტყვიათ ქართველებს წმინდანის მოწამებრივი ამბავი.

გიორგობა კი სხვადასხვა კუთხეში სხვადსვა სახელით იმართებოდა. ქართლში, გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ერქვა. კახეთში ალავერდობა, თეთრი გიორგობა, სამეგრელოში ილორობა. გიორგობას ხალხი ეკლესიას სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა. გუნდი დიდებას გალობდა. "ხატის მონები" თეთრ სამოსში, ყელზე მძმე ჯაჭვით, ჩოქვით უვლიდენენ ეკლესიას და კედლებზე სანთელს ანთებდნენ.

საუკუნეების მანძილზე, წმინდა გიორგის სახელზე არაერთი სასწაულმოქმედი ხატია შექმნილი, რომელებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცხენზე ამხედრებული, შუბით ხელში წმინდა გიორგი, რომლიც გველშაპს კლავს, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. სადაც წმინდა გიორგი დიოკლიტეს კლავს, ეკლესიის გამარჯვების სიმბოლოა მასზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა.

ქალაქ ლასიში მეფობდა ქრისტიანთა მოძულე მეფე, ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში ყოველ დღე წყლიდან ამოდიოდა გველეშაპი და ხალხს აწიოკებდა. შეშინებულმა მეფემ ქალაქის მაცხოვრებლებს უბრძანა, რომ რიგ-რიგობით თავიანთი შვილები შეეწირათ მხეცისთვის.

მალე ჯერი მის ქალიშივლზე მიდგა, მეფემ უამრავი სიმდიდრე შესთავაზა მას ვინც მის ქალიშივლს ამ მძიმე ხვედრს აარიდებდა, მაგრამ ამაოდ. ქალიშვილი ტბის პირას ელოდებოდა ვეშაპის წყლიდან ამოსვლას, ამ დროს გაიარა გიორგიმ და დაინახა თვალცრემლიანი ქალიშივლი.

ჰკითხა მიზეზი, როცა შეიტყო, შეპირდა, რომ არ მიატოვებდა და ღვთის სახკლით იხსნიდა. მართლაც მალევე ამოვიდა ვეშაპი წყლიდან, ღმერთის შეწევნით წმინდა გიორგიმ მხეცი დაამარცხა, ქალიშვილს უთხრა, რომ სარტყელი მოეხსნა, გველეშაპისთვის შეება და ქალაქში წაეყვანა.

ამ სანახაობის მნახველი მოსახლეობა დაიბნა, მაგრამ წმინდა გიორგიმ დაამშვიდა "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლად ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და ხალხმა წმინდა გიორგის შეჰღაღადეს "გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". ეს სასწაული გამოსახულია ხატზე, სადაც წმინდა გიორგი გველეშაპს ამარცხებს.

წმინად გიორგის სახენაიარევი ხატი, რომელსაც ნიკაპიდან სისხლი სდის, დღესაც ათონის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიაშია დავანებული. ხატმებრძოლებმა, წმინდა გიორგის ხატი დაწვეს, მაგრამ ალმა ვერაფერი დააკლო, ერთი ღვთისმგმობელი ადგა და ხატს ნიკაპში ხანჯალი ჩასცა, იმ წუთშივე ხატიდან, როგორც ცოცხალი სხულიდან სისხლმა იფეთქა.

შეშინებული ხატმებრძოლები იქაურობას გაეცალნენ. ერთმა ქრსიტიანმა კაცმა კი ხატი აიღო და ზღვის ნაპირას წაიღო. წმინდა გიორგის შეავედრა, რომ მისი ხატი დაეცვა და ზღვაში ჩაუშვა, თან უთხრა, სადაც გინდა იქ წააბრძანე და დაასვენეო. წმინდა გიორგიმ ხატი ათონის მთაზე გადააბრძანა და წყროს ახლოს დატოვა. გახარებულმა ბერებმა ხატი დიდი პატივით დაასვენეს ეკლესიაში, შემდეგ კი ცალკე ეკლესია ააგეს და წმინდა გიორგის სახელი უწოდეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×