ია აბულაშვილი
01.03.2020

გვიანდელი ქართული ბაზილიკის უმნიშვნელოვანესი ნიმუში პარხალის მონასტერი, რომელიც ტაოში, ართვინის ვიალეთში მდებარეობს, დავთი კურაპალატმა 973 წელს ააგო. ეს იყო უძველესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები. სწორდ პარხალის სამონასტრო კომპლექსში გადაიწერა იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები, რომლებიც მონასტერშივე ინახაებოდა.

973 წელს შატბერდის მონასტარში ცნობილმა კალიგრაფმა იოანე ბერაიმ გადაწერა სახერება, რომელიც პარხალის ოთხთავით არის ცნობილი და პარხალის მონასტერს შესწირა. სახარების ერთ-ერთ მინაწერში ნათქვამია: „წინაშე ახალსა ეკლესიას, ახალსა საკუთრთხეველსა ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთვით გვირგვინოსანისა მეფეთა მეფისა დავით მაგისტრისა“ (დავთი კურაპალატისა).

პარხალის ოთხთავი ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია, რომელიც 260 ფურცელს შეიცავს. ამ  ხელნაწერში ორი უძველესი ქართული ჰაგეოგრაფიული თხზულებაა შესული „შუშანიკის წამების“ უძველესი ნუსხა, მე-10 საუკუნისა და „აბო ტფილელის წამება“. ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

პარხალის ოთხთავს პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა 1889 წელს მიაგნო და მის შესახებ ცნობა 1890 წელს გამოაქვეყნა წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“. ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალაში, ვინმე სუხიაშვილთან, რომელსაც იგი გორიდან აბაშიძის ქვრივისგან ჰქონია წამოღებული. ხელნაწერი სუხიაშვილმა ექთვიმეს არ გადასცა, ამიტომ მეცნიერი ყოველდღე დადიოდა მასთან სახლში და ხელნაწერს სწავლობდა.  

სუხიაშვილის გარდაცვალების შემდეგ ოთხთავი დაიკარგა. 1920 წელს სახარების ეს უნიკალური ნიმუში თბილისის უნივერსიტეტში მიუტანია გერმანიის კონსულს, რომელსაც იგი უცხო პირისგან შეუძენია. კონსული პარხალის ოთხთავს თავის საკუთრებად თვლიდა, თუმცა ქართველ მეცნიერთა დიდი ძალისხმევით, ეს უნიკალური ხელნაწერი უნივერსიტეტეისთვის გადაუციია. ასე გადარჩა ხელნაწერი უცხოეთში გატანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×