ია აბულაშვილი
21.08.2020

„ალავერდი", რომელიც „ღვთისაგან ნაბოძებს" ნიშნავს, მე-6 საუკუნეში „ველი ალონად წოდებულ" ადგილზე ააგეს. მდინარე ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია. „ალაზნის დასავლეთით, არს ალავერდი კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატნი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშივლი ალავერდის ტაძარს.

გადმოცემის თანახმად, მე-6 საუკუნეში, იოანე ზედაზნელის კურთხევით, ერთ-ერით ასურელი მამა იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა და ალავერდის ახლოს დასახლდა. ერთხელაც წმინდა მამა სანადიროდ გამოსულა, მას კახელი დიდებული შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტიანობას ნაზიარები დიდებულის დახმრებით იოსებმა ამ ადგილას წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია ააგო. (იოსებ ალავერდელი აქვეა დაკრძალული).

მე-11 საუკუნის დასაწყისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ადგილას დიდი ეკლესია ააგო კვირიკე კახთა მეფემ, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. კახეთის შემოერთების შედეგ კი დავით აღმაშენებელმა ალავერდის ტაძარი სრულიად საქარველოს დედა ეკლესიას დაუქვემდებარა. მე-11 საუკუნიდანვე ალავერდი კახეთის მეფეთა განსასვენებელი ადგილი გახდა. ალექსანდრე მეფის შვილმა კონსტანტინემ, რომელმაც შაჰ-აბასის ბრძანებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდში დააკრძალვინა. თეიმურაზ პირველმა კი დედის ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები, რომელიც ავგუსტინელმა ბერებმა ჩამოაბრძანეს, ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენებინა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ გაძარცვეს და შემუსრეს, 1616 წელს შაჰ-აბას პირველის და 1735 წელს თამზ-ხანის შემოსევების დროს. 1742 წლის მიწისძვრის დროს კი „მოხედა რისხვამან და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია". ტაძარი პირველად ალექსანდრე მეფის დროს მე-15 საუკუნეში აღადგინეს, რომელიც უფრო დაბალი იყო და ხუროთმოძღვარმა მაღალი გუმბათი დააშენა, ამიტომაც ითვლება ალავერდი ყველაზე მაღალ ტაძრად საქართველოში.

მიწისძვრით დანგრეული ტაძრის აღდგენა დაიწყო მეფე თეიმურაზ მეორის მეუღლემ, დედოფალმა თამარმა. ტაძრის აღდგენა დასრულდა ერეკლე მეორის დროს. მეფემ მტრისგან დასაცავად ალავერდს უზარმაზრი ქვის გალავანი შემოარტყა. მე-19 საუკუნეში ეგზარქოსმა ევგენიამ ალავერდის დიდებული ტაძარი თეთრი კირით გადაღება, სწორედ ამ დროს წაიშალა ტაძრის უნიკალური ფრესკები. ალავერდის ტაძარი მწიგნობრობის ერთ-ერთი ძირითადი კერა იყო საქართველოში. აქ მოღვაწობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი) რომლმაც, პირველი ქართული წიგნი რომში დაბეჭდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×