მარი ჩიტაია
03.05.2014

ქართველი ბიზნესმენები ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ბიზნესისთვის დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ. ისინი არ იზიარებენ ცნობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც ახალი კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ნეგატიური პროცესების პროვოცირებას ვარაუდობს.

მაკა ხარაზიშვილი
03.05.2014

ირანს შავ ზღვასთან დასაკავშირებლად საქართველოსთან სარკინიგზო ხაზით მიერთება სურს. გარდა ამისა, ირანელები უკვე საუბრობენ სავაჭრო ურთიერთობების გაზრდაზე. სერიოზული საუბარი მიდის ირანში სასმელი წყლის, ხორცპროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე. საქართველოში ირანის საელჩოში სავაჭრო ბრუნვის მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ელზა წიკლაური
02.05.2014

თვითმმართველობის არჩევნების წინ საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2012 წლის არჩევნებამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძლივს გაიაფებული პროდუქტი ისევ ძვირდება. ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა იმაზე მეტად მოიმატა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებამდე იყო, ზოგიერთის ღირებულება კი ძველ თამასას დაუბრუნდა.

მაკა ხარაზიშვილი
01.05.2014

ლარის კურსი ისევ გაუფასურების ნეგატიურ გზას დაადგა. ეროვნული ბანკის კურსით 1 დოლარი 1,7711 ლარი ღირს. ქართული ვალუტა მკვეთრად დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, 1 ევროს ღირებულება 2,4505 ლარია. მთავრობის დაპირება ფუჭი აღმოჩნდა - ლარმა თავი ვერც ახალი წონასწორული კურსის ნიშნულზე ვერ შეიმაგრა.

მარი ჩიტაია
01.05.2014

რეგიონებში თხილის მარაგი მთლიანად ამოიწურა. იშვიათად შეხვდებით ოჯახს, სადაც გასული წლის მოსავალი იყოს შემორჩენილი. შარშანდელი სეზონი, წინა წლებთან შედარებით, საუკეთესო აღმოჩნდა ფასის თვალსაზრისით. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 2,5-3 ლარს არ გასცდენია. ახლა კი 1 კგ თხილი 4,30-4,50 ლარის ღირს.

მარი ჩიტაია
30.04.2014

მეჩაიეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა, მაგრამ მისი განხილვა და ქმედითი ღონისძიებების გატარება გვიანდება. პროექტის ავტორებს ეშინიათ, რომ დოკუმენტი არ დარჩეს უბრალო პროგრამად და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება წლობით არ გაიწელოს, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ეთანხმებიან.

მარიამ ხიდაშელი
30.04.2014

მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქმიანობას მაისიდან შეუდგება. ივნისიდან პროექტების განმხორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. სააგენტო დაფინანსებას დამწყებ ბიზნესმენებსაც ჰპირდება. მთლიანობაში, ბიზნესის დაკრედიტებისთვის 150 მილიონი დოლარი განისაზღვრა.

ელზა წიკლაური
29.04.2014

ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თვალშისაცემად გაძვირდა და აღარ გაიაფებულა. ამ პერიოდში ზოგ პროდუქტზე ფასმა - 20-30%-ით, ზოგზე კი 100-200%-ით მოიმატა. ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას, ერთი მხრივ, ლარის კურსის ვარდნას და სეზონურობას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს უკავშირებენ.

ელზა წიკლაური
29.04.2014

წყალტუბოში, "ნაცმოძრაობის" დროს დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდისი ნაწილი ამ დროისათვის შეჩერებულია. ადგილობრივების თქმით, თითქმის არსად მიმდინარეობს. მთელი ქალაქი, გადათხრილ-გადაჩიჩქნილია. საკურორტო ზონის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, გამორიცხული არ არის, რომ 2014 წლის ბოლომდეც ვერ მოესწროს.

მაკა ხარაზიშვილი
29.04.2014

წინა ხელისუფლების დროს "საგადასახადო ოაზისში" მყოფი ბიზნესმენები, რომლებიც გადასახადებს მალავდნენ, ბიუჯეტს აზარალებდნენ და კონკურენტებს ავიწროვებდნენ, ისევ ოაზსში დარჩნენ. ახლა მათ ახალი ფავორიტებიც შეემატათ. ამის მაგალითია, თუნდაც "საქართველოს ფოსტა".

მარი ჩიტაია
29.04.2014

მაისის ბოლოდან აფხაზეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. დიდი ალბათობით, ოკუპირებული რეგიონის მიმართ წელს ინტერესი შესუსტდება, რადგან რუსების უმრავლესობა, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრების გამო, საზაფხულო შვებულების გატარებას ყირიმში შეეცდება.

მაკა ხარაზიშვილი
29.04.2014

რას შეცვლის თვითმმართველობის არჩევნები რეგიონებში სოცალურ-ეკონომიკური კუთხით? მართალია, რაიონები ფინანსურად კარგა ხანს ისევ ცენტრალურ ბიუჯეტზე იქნებიან დამოკიდებულნი, მაგრამ სპეციალისტები არჩევნების შემდეგ განვითარების უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×