მარი ჩიტაია
23.10.2014

დეველოპერების საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდება. ამისთვის მერიისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები იზრუნებენ. პროცესი მაშინვე დაიწყება, როგორც კი ახალი სამშენებლო კოდექსი ძალაში შევა.

მაკა ხარაზიშვილი
22.10.2014

2012 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გაწერილი თანხა დაახლოებით 370 მილიონი ლარით გაიზარდა. ხელფასების ზრდასთან ერთად, იზრდება, დასაქმებულთა რაოდენობაც. სპეციალისტების აზრით, ქვეყანა ბიუროკრატიისკენ მიექანება და აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაცია. მაგალითად, გაუგებარია, რას აკეთებენ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები, როდესაც მათი ფუნქციები უამრავ სსიპ-ს, სააგენტოს, სამსახურს, ფონდს და კორპორაციას აქვს განაწილებული.

მაკა ხარაზიშვილი
22.10.2014

ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალი კიდევ უფრო გაზარდა. 9 თვეში 13 მილიონი ლარით მეტი ფასიანი ქაღალდები გაყიდა და გეგმაში 2%-იანი გადაჭარბებაა. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოს უფრო მძიმე სურათი გვექნება.

მაკა ხარაზიშვილი
21.10.2014

9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 33,2 მილიონი ლარით არის გარღვეული. მთავრობამ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრომ, დიდი შემობრუნება (ე.წ. "ქამბექი") მოახდინა და ერთ თვეში ქვეყანამ იმაზე მეტი საგარეო ვალი მიიღო, ვიდრე 8 თვეში შემოვიდა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გარღვევის ძირითადი მიზეზი საგარეო ვალდებულებებისა და გრანტების გეგმის ჩავარდნა იყო.

ელზა წიკლაური
21.10.2014

 ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ადგილობრივ წარმოებაში გაყინული პროდუქტის წილი დაახლოებით 80-90%-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი
21.10.2014

ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია 22%-ით შემცირდა. ამას მოჰყვა ის, რომ სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, მოიმატა თბოსადგურების გამომუშავებამაც. ასე რომ, ამ დროისთვის ქვეყანაში ძვირი დენის წილი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მარი ჩიტაია
21.10.2014

წელს "თეთრი ტურიზმი" არ გაძვირდება და სამთო-სათხილამურო კურორტებზე მომსახურების ფასი არ მოიმატებს. მსხვილ და საოჯახო ტიპის სასტუმროებში აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი ტურისტების მოზიდვა და არა მომსახურების გაძვირებაა.

მარი ჩიტაია
21.10.2014

კახური ზეთის ფასმა 15-20%-ით მოიმატა. პროდუქტის გაძვირება ნედლეულის დეფიციტს უკავშირდება. ზაფხულში ხშირი გვალვის, გაზაფხულზე კი დაავადების გამო, მზესუმზირის მოსავალმა კახეთში არ გაამართლა. ფერმერები ფალსიფიკაციის პრობლემასაც არ გამორიცხავენ.

მაკა ხარაზიშვილი
18.10.2014

სახმელეთო გადაზიდვისთვის ახალ რეგულაციას აწესებენ. "რეზონანსი" რამდენიმე დღის წინათ წერდა, რომ ეკონომიკის სამინისტროში "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილებები მზადდებოდა. ცვლილებები ნებართვის სისტემის აღდგენას, გადამზიდავი კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის მოთხოვნასა და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ითვალისწინებს. სახმელეთო ბაზარზე ახალი რეგულაცია 2015 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

მაკა ხარაზიშვილი
17.10.2014

სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი - გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტსა და აგვისტოში დაფიქსირდა, დანარჩენი პერიოდი შედარებით მოკრძალებული იყო.

მარი ჩიტაია
17.10.2014

1 კგ სიმინიდის ფასი წელს 1 ლარს გასცდება. ფასის ზრდას დასავლეთ საქართველოში მოსავლის დეფიციტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ასეთი მცირე მოსავალი რეგიონში არ ახსოვთ.

მაკა ხარაზიშვილი
15.10.2014

ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად იმპორტის შეზღუდვის საკითხი ისევ აქტუალური გახდა. ქართველი მეწარმეები, რამდენიმე მხარდამჭერ დეპუტატთან ერთად, იმ საქონლის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რომელიც საქართველოშიც ჭარბად იწარმოება. სპეციალისტები კი შეზღუდვის ამოქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და ქართველმა მეწარმეებმა იმპორტულთან კონკურენცია ხარისხის გაზრდის ხარჯზე უნდა მოახერხონ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×