თამარ მუკბანიანი
16.06.2020

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ჯერ ჯერობით კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს. სწორედ იქ გაჩნდა კითხვა, ეს არის ანტიკრიზისული თუ კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი.

პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მიმდინარე ტენდენციები და აპრილში ეკონომიკურმა ვარდნამ 16%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, განაცხადა, რომ

2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

აქედან მიმდინარე ხარჯები 11,3 მილიარდი ლარი და მშპ-ის 23,5%-ია. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 3,7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვისთვის - 1 მლრდ ლარი.

ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს არასამთავრობო სექტორს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ 16 ივნისს, გამოაქვეყნებულ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იპოთეკური სესხების დაფინანსების ანტიკრიზისული პროგრამა კითხვებს აჩენს - როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ ვერ მიიღო თანხა, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობისთვის სახლების ყიდვის სუბსიდია ნაკლებ სამართლიანია.

ჯერჯერობით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი კომიტეტებში განხილვის ეტაპზეა და სწორედ იქ, დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთი შენიშვნა აქვთ.

ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძემ ბიუჯეტის წარმდგენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ ეს ანტიკრიზისული კი არა კრიზისთან შეგუების ბიუჯეტია.

„რატომ არ წარადგენს ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი? შეჩვეული ვართ, რომ დადიხართ ყოველი ბიუჯეტის წარდგენისას და წარადგენთ პროფესიონალურად, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ, მინისტრი უნდა იყოს აქ, ვინაიდან პოლიტიკურად საპასუხისმგებლო თემებიც არის. თქვენ კი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს არქმევთ, მაგრამ ეს ბიუჯეტი არის კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ხედვის ასახვა. ამიტომ კითხვა მაქვს, რატომ არ არის ფინანსთა მინისტრი? ვფიქრობ, აქ მათ შორის პოლიტიკური შემცველობის კითხვები უნდა ჟღერდეს", - მიმართა კაკაურიძეს ლევან კობერიძემ.

,,მძიმე და რეალობისაგან მოწყვეტილი", - ასე შეაფასა კიდევ ერთმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა 2020-ის ბიუჯეტი ,,რეზონანსთან". მისი თქმით, წარდგენილი პროექტი მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას.

,,ჩვენს კომიტეტში ჯერ კიდევ არ ყოფილა განხილვა და ხვალ, განხილვის მერე, უფრო დეტალური ანალიზის გაკეთება შემეძლება. ახლა, კითხვები მეტია ვიდრე პასუყხები და ამ პასუხებზე იქნება ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, მათ შორის ისიც, დავუჭერ თუ არა მხარს წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. უფრო იმის ასახვაა, რომ შექმნილ მძიმე ვითარებას, ხელისუფლება კარგად ვერ იაზრებს."-ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

,,რეზონანსი" დაინტერესდა მმართველო უმრავლესობის დეპუტატების აზრითაც, თუმცა ,,ქართული ოცნების" დეპუტაები სხვადასხვა მიზეზით ბიუჯეტის სეფასებიაგან თავს იკავებენ. ან ტელეფონს საერთოდ არ პასუხობენ. მაგალითად, კახა ოქრიაშვილმა გვითხრა, რომ განხილვისას შეუძლოდ იყო, ამიტომაც სხდომა გააცდინა და ბიუჯეტის პროექტს საერთოდ არ გაცნობია.

სფეროს სპეციალისტი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი კი ამბობს, რომ ბიუჯეტი მტავრობამ უკან უნდა გაიწვიოს, რადგან ის არასამართლიანია და ძალიან ბევრ ადამიანს და მოწყვლად ჯგუფს, დახმარების მიღმა ტოვებს.

,,გაიწვიეთ ბიუჯეტი, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანზე და დახმარების გარეშე, უსამართლოდ ტოვებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება.მუხლი 5: სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ დახმარების გარეშე დატოვა სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ომის ვეტერანების, დევნილების და თვითდასაქმებულების უდიდესი ნაწილი.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მაგალითად სოციალურ უზრუნველყოფაში ჩადებული არის 1.4 მლრდ ლარით მეტი და ეს მარტივად რომ გაგვეყო 3 მლნ ადამიანზე, თითოეულს 400 ლარის დახმარება გამოუვიდოდა. თუმცა, ისე გადაანაწილეს ეს თანხა პროგრამებში, რომ პენსიონერები, სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე დარჩნენ და ფაქტიურად ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბესთან პირისპირ დატოვეს,"- განმარტა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტების მიხედვით, 17 ივნისს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში დასრულდება. სწრედ ამ კომიტეტს ეკითვნის ბოლო სიტყვა 2020-ის ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×